მარიამ ზაქარიაშვილი ოპოზიციას - რატომღაც გგონიათ, რომ თქვენი მთავრობის მიერ ჩადენილი სიბოროტეები არ გვახსოვს, ყველაფერს 29 აპრილს და არჩევნებზე ნახავთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი მარიამ ზაქარიაშვილი ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი არ უნდა საუბრობდნენ ევროპულ ღირებულებებზე.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელთათვის ენა, მამული, სარწმუნოება ნამდვილი პრიორიტეტებია.

„ვერ ვხვდები, რა უფლებით შეიძლება იმ პარტიის წარმომადგენლებმა თქვან, რომ თავად იყვნენ ევროპული ინტერესებისა და ხელისუფლების გარანტი, როცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სრულად შელახეს ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ადამიანთა ღირსება, გადაუარეს ევროპულ ღირებულებებს და თავისუფლებას. ეს არის თქვენი ევროპული ხედვა?! ეს არის თქვენი სამშობლოს სიყვარული?! რატომღაც გგონიათ, რომ თქვენი მთავრობის მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები არ გვახსოვს. ყველაფერს 29 აპრილსა და არჩევნებზე ნახავთ. დამიჯერეთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელთათვის ენა, მამული, სარწმუნოება ნამდვილი პრიორიტეტებია“, - განაცხადა მარიამ ზაქარიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს