ირაკლი ნადირაძე „ქართულ ოცნებას“ -  რამდენი ადამიანიც არ უნდა მოიყვანოთ იძულებით და ტაში დააკვრევინოთ, გულწრფელი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტი გამოვალთ

დარწმუნებული ვარ ორშაბათს ვნახავ ძალიან ბევრ ბაღის, სკოლის პედაგოგს, რომლებიც იქ იძულებით იქნებიან მოყვანილები. მაგრამ იცოდეთ, რამდენი ადამიანიც არ უნდა მოიყვანოთ იძულებით, რამდენ ადამიანსაც იძულებით არ უნდა დააკვრევინოთ ტაში, გულწრფელი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტი გამოვალთ და კიდევ უფრო ხმამაღლა ვიტყვით კი ევროპას და არა რუსულ მთავრობას! - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ თბილისის საკრებულოზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იმიტომაა რუსული, რომ ყველაფერი რაც გვაშორებს ევროპას, გვაახლოებს რუსეთთან.

„ჩანს ქვეყანაშიც და ამ ქალაქშიც, რამდენად მძიმე ვითარებაა და ჩანს, რომ ეს რიგითი საკრებულოს სხდომა არ არის, რადგან ქალაქში, სადაც მართლა მილიონი პრობლემაა, დაწყებული საცობებით და გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დამთავრებული გამწვანებით, დასუფთავებით, მავნებლური მშენებლობებით, გვიწევს ვილაპარაკოთ ზოგად ეროვნულ საკითხზე, ქვეყნის საგარეო კურსზე და ვილაპარაკოთ რუსულ კანონზე იმიტომ, რომ სამწუხაროდ აღარც საკრებულო ჰგავს საკრებულოს, აღარც მერია ჰგავს მერიას, აღარც სამინისტროები სამინისტროებს და აღარც მთავრობა მთავრობას, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადააქცია მთლიანად თავის პირად მომსახურების სააგენტოდ და უნდა, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, ყველა საჯარო მოსამსახურე იცავდეს არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ მის რუსეთში ნაშოვნ მილიარდებს და იცავდნენ მის ხელისუფლებაში დარჩენას, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს გარდა ამისა. ისმის კითხვა, რომ რატომ არის ეს კანონი რუსული? ყველაფერი რაც გვაშორებს ევროპას, გვაახლოებს რუსეთთან არის რუსული, ეს კანონიც ამიტომ არის რუსული, რომ გვაშორებს ევროპასთან და გვაახლოვებს რუსეთთან. ბიძინა ივანიშვილი მზად არის, რომ ქვეყანა დააყენოს სანქციების წინაშე, რომ ქვეყანას დააკარგვინოს ხალხის მიერ მოპოვებული კანდიდატის სტატუსი, მზად არის უარი თქვას ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, მზად არის დათმოს ვიზალიბერალიზაცია და მზად არის სამწუხაროდ ყველაფრისთვის, რათა დაიცვას მისი მილიარდები.

ასევე არ შემიძლია არ ვთქვა კონტრაქციაზე. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ახალგაზრდების, მომავალი თაობის, ყველა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ პროტესტს უპირისპირებს იძულებით მოყვანილ, ანაზღაურებად საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის დემონსტრირება, ეს არის უდიდესი სისუსტის გამოვლინება და ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ არის თვითლიკვიდაციის პროცესში. სამწუხაროდ, მე დარწმუნებული ვარ ორშაბათს ვნახავ ძალიან ბევრ მიკროავტობუსს, ვნახავ ძალიან ბევრ ბაღის თანამშრომელს, სკოლის თანამშრომლებს, რომლებიც იქ იძულებით იქნებიან მოყვანილები, მაგრამ იცოდეთ, რამდენი ადამიანიც არ უნდა მოიყვანოთ იძულებით, რამდენ ადამიანსაც იძულებით არ უნდა დააკვრევინოთ ტაში, გულწრფელი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტი გამოვალთ და კიდევ უფრო ხმამაღლა ვიტყვით კი ევროპას და არა რუსულ მთავრობას!“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის