დავით ხაჯიშვილი - რუსული კანონით ევროკავშირში არავინ გველოდება, ამიტომ არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას და კი ევროპას

ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ევროპულ გზას და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რუსული კანონით ევროკავშირში არავინ გველოდება, ამიტომ არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას და კი ევროპას! - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

დავით ხაჯიშვილის განცხადებით, ახალგაზრდები ყოველდღე გამოდიან და აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და ეს არის ნამდვილი პროტესტი.

„გამარჯობა ჩემო ბათუმელებო, მოგესალმები ჩემო აჭარა. არ გვაცადა ბიძინა ივანიშვილმა ის სიხარული, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოგვანიჭა და ისევ შემოაგორა რუსული კანონი უკან. არ უნდა ამ ადამიანს, რომ ჩვენ ქართველებს გვიხაროდეს და ერთად ვიყოთ, ვერ იტანს ეს ადამიანი ერთობას ქართველების. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობდეთ იმაზე თუ, როგორ უჭირს ჩვენს მოსახლეობას უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, იმ კატასტროფულ ფასებზე, რომელიც ყოველდღიურად იმატებს და ამის შედეგად ჩვენს მოსახლეობას უწევს იძულებით ემიგრაციაში გაქცევა, ჩვენ გვიწევს დღეს საუბარი ყველას ერთად რუსულ კანონზე. ეს არის პირდაპირი დავალება კრემლიდან, რომ მიიღონ ეს კანონი საქართველოში. ეს არ არის დამთხვევა, რომ ოთხ ქვეყანაში, პარალელურად მიიღეს იგივე კანონი. როდესაც გვეუბნებიან შინაარსში არ შემოდიანო, ჩვენ არასდროს არ გავქცეულვართ შინაარსში შესვლაზე და ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ, მაგრამ როგორც ყოველთვის ივანიშვილის პარტია და თავად ივანიშვილი გვატყუებს იმიტომ, რომ მათი ზნე ასეთია, მატყუარები და აფერისტები არიან, გადამგდებები არიან, არაერთხელ გადააგდო ჩვენი მოსახლეობა ბიძინამ და მისმა პარტიამ, ამიტომ მათგან ეს გასაკვირი არ არის.

ახალგაზრდები ყოველდღე გამოდიან და აპროტესტებენ რუსულ კანონს. ეს არის ნამდვილი პროტესტი და მე მინდა მათ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

ჩვენ დღეს ვართ ბათუმში და ბათუმი არის ევროპის განსახიერება საქართველოში. ეს ბათუმი შექმნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მე მინდა გითხრათ, რომ ბათუმი იქნება ბრძოლის ავანგარდში, როგორც ეს იყო ყოველთვის. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ყველაფერს ევროპულს, ჩვენ დავიცავთ ევროპულ გზას და აუცილებლად ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. ჩვენ ამ კანონით ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს გვითხრა არაერთმა ჩვენმა მეგობარმა ამიტომ არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას და კი ევროპას!“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება