ლაშა ტუღუში 14 ამერიკელი სენატორის წერილზე - დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები თავის მიზანს მიაღწევს - ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ შემოლაწუნება იყო, ახლა ეს დარტყმები ძალიან მძიმე იქნება

დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები თავის მიზანს მიაღწევს - ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ შემოლაწუნება იყო, ახლა ეს დარტყმები ძალიან მძიმე იქნება, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა, 14 სენატორის მიერ პრემიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სენატორებმა აღნიშნეს, რომ „თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს ინდივიდუალური სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვის გაფართოება“.

როგორც ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ის არასერიოზული დისკუსია, რომელიც მმართველი გუნდის ლიდერებისგან ევროპარლამენტარების, ევროკომისრების მიმართ გვესმის,საზიანო ამბავია.

„ვურჩევდი, ამ ვითარებას სერიოზულად შეხედონ, რადგან მათ ზემოთ ძალიან ბევრი საფრთხე გამოჩნდა, როგორიცაა სანქციები, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის საზიანოა, მაგრამ პირადად მათთვისაც ზიანის მომტანია.

ის, რომ ხელისუფლება საფრთხეებს ვერ ხედავს, არ მჯერა. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ თუ საქართველოს მთავრობა მსგავს ნაბიჯებს გადადგამდა, საკუთარ თავს დააზიანებდა, სავსებით რეალური ყოფილა. ეს ისეთი სახის დაპირისპირებაა, რომელიც შეიძლება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. როდესაც შენ ხედავ, რომ ხელისუფლება შენი ქვეყნის მომავალს აუქმებს, ბუნებრივია, ამას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუშვებს. მე არ მეგონა, რომ ასეთი დაუღალავი პროტესტი იქნებოდა. ამ თაობამ ნახა თუ რა არის რეალური დასავლეთი და ამას არ დათმობენ.

დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები თავის მიზანს მიაღწევს. ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ შემოლაწუნება იყო. ახლა ეს დარტყმები ძალიან მძიმე იქნება. სანამ „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან ამაზე პასუხი მათ აუცილებლად მოეთხოვებათ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში