გრიგოლ გეგელია - სენატორთა წერილი საბოლო განაჩენია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასამართლოზე, გნებავთ, სასაფლაოზე

სენატორთა წერილი საბოლო განაჩენია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასამართლოზე, გნებავთ, სასაფლაოზე, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელია აღნიშნავს, 14 ამერიკელი სენატორი ღიად ამბობს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს მტრებად აცხადებს.

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, პირველად, ამერიკა-საქართველოს ისტორიაში, ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩადგა რუსეთის სამსახურში, საკუთარ ერს გამოუცხადა ომი და გაცდა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს, რომ საქართველოს ხელისუფლება - ვციტირებ, „აქტიურად უთხრის ძირს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ამბიციებს“, რომ ვციტირებ - „რუსული სტილის კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ღია ომს უცხადებს სწორედ იმ პარტნიორებს, ვინც საქართველოს სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობის და განვითარების გარანტორია“ და რომელსაც კიდევ ერთხელ ვციტირებ - „ასობით მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში“. 14 ამერიკელი სენატორი ღიად ამბობს, რომ ეს კანონპროექტი მტრებად აცხადებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მოყვარეს, პარტნიორებს და რომ მისი მიღება ჯერ კიდევ არნახული სიმწვავის ზომებს გამოიწვევს. კერძოდ, პირველად, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ხანგრძლივ და მჭიდრო ურთიერთობებში, აშშ იძულებულ იქნება ურთიერთობებს გადახედოს საქართველოსთან, რაც შეიცვას პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას, ამერიკის ფინანსური დახმარების გადახედვას საქართველოსთვის, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ საქართველო ასობით მილიონის ოდენობით კრიტიკულ დახმარებას დაკარგავს, რომელიც 30 წლის განმავლობაში მილიარდობით დახმარებას გულისხმობდა“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ