ცოტნე ანანიძე - შეგიძლიათ მოიფიქროთ ლოზუნგები, მაგრამ ილიასეულ ტრიადას - „ენა, მამული, სარწმუნოება“ ვერ შეცვლით და ვერ ჩაანაცვლებთ

ცნება „ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინ არის (სწორედ ამ სამი იდეის - მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთიანობაა ჩვენ ქვეყნის ბრძოლის ისტორია), მაგრამ არა ამ სამი საუნჯიდან რომელიმეს ჩანაცვლების ხარჯზე, მას ვერავინ შეცვლის, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აცხადებს.

როგორც ანანიძე აღნიშნავს, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, შეუძლიათ სხვა ლოზუნგები მოიფიქრონ.

„ილია ჭავჭავაძემ „მამული, ენა, ისტორია“ წარმოთქვა ისტორიული და რელიგიური კონტექსტის გამო აჭარაში, როცა 300-წლიანი დაშორების შემდეგ აჭარა დაუბრუნდა დედასამშობლოს. „ისტორია“ კი აერთიანებდა მაშინდელ რელიგიურ განსხვავებულობას და ამ გაერთიანებაში ქრისტიანობას ჰქონდა მთავარი როლი. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ილიასეული ტრიადა -„ მამული, ენა და სარწმუნოება“ - ის იყო და რჩება დატოვებულ საუნჯედ.

იაკობ გოგებაშვილმა შექმნა სპეციალურად დედაენა აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რელიგიურ-ისტორიული კონტექსტის გამო იცვლებოდა სახელ-გვარებიც მაგ: ეთერი- ემინე, ანანიძე არის აჭარის მცხოვრები მუსლიმი ანანიაშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ანანიაშვილი ან შეიცვალა დედაენა.

ცნება „ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინ არის (სწორედ ამ სამი იდეის - მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთიანობაა ჩვენ ქვეყნის ბრძოლის ისტორია), მაგრამ არა ამ სამი საუნჯიდან რომელიმეს ჩანაცვლების ხარჯზე, მას ვერავინ შეცვლის“, - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია