შალვა პაპუაშვილი - ქართული ეკლესია დგას ხალხთან, საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სტაბილურ განვითარებასთან - ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა სრული ლუსტრაციის პროცესი გაიარეს, მტრული რიტორიკით ნიღაბი ჩამოიხსნეს

ქართული ეკლესია დგას ქართველ ხალხთან, საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სტაბილურ განვითარებასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი ეკლესიის მიმართ სიძულვილით არიან განწყობილები.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში, სრული ლუსტრაციის პროცესი გაიარეს.

„ქართული ეკლესია დგას ქართველ ხალხთან, საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სტაბილურ განვითარებასთან. ეს არის ის სიმბიოზი ერისა და ბერისა, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციაში და „ენჯეო“ სექტორში ნიღბის სრული ჩამოხსნა, ფაქტობრივად დავინახეთ, რომ ეს სასარგებლო პროცესია. ეს არის აბსოლუტური ლუსტრაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე ოპოზიციისა და ზოგიერთი „ენჯეო“ სექტორის ჯგუფის შემთხვევაში.

ეს არის ქართველი ხალხის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი. ეს არის ქართული ეკლესიების მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც ახლა სრული ლუსტრაციის პროცესი გაიარეს. ჩამოიხსნეს მთლიანად ნიღაბი. მტრული რიტორიკით, რაც გვესმოდა. ვნახეთ, რომ ეს არის მტრული რიტორიკა იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც არის ქართული იდენტობის ნაწილი.

ამიტომაც უნდათ, რომ შეცვალონ ამ ტრიადაში სარწმუნოება და ჩაანაცვლონ ფასეულობები. სინამდვილეში ეს არის ფასეულობების არ მქონე ოპოზიცია და ზოგიერთი „ენჯეო“, რომლებიც ცდილობენ ნამდვილი ქართული ღირებულებების ჩანაცვლებას, გამოგონილი ფიქტიური ღირებულებებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 29 აპრილს ყველამ დაინახოს სად დგას ერი, სად დგას ბერი, რა არის საქართველო, რა არის რწმენა მამულისა, ენისა და სარწმუნოებისა. ეს იქნება დღე, როდესაც გამოჩნდება, თუ - სად არის ქართველი ხალხი, სად არის ის ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ერთი ჯგუფი, რომლებიც ემსახურებიან არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურებიან თავიანთ უცხოელ მსახურებს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია, რომ ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე - „მამული, ენა, სარწმუნოება”.

„საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”, - წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო