შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც რაღაცას მალავს - თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც თავიანთ ფულს საქართველოში მალავენ

როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ეს წარმოუდგენელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ მომენტში რჩება აღქმა, რომ სინამდვილეში პრობლემაა არა კანონთან დაკავშირებით და მის ღირებულებებთან შესაბამისობაში, არამედ პრობლემაა, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, საჯარო გახდეს მათი ფინანსები.

„არგუმენტები ვერ სახელდება. ყველა განცხადებაში ერთადერთი გვესმის, თითქოს რაღაც ღირებულებებს ეწინააღმდეგება. დააკონკრეტონ, რა ღირებულებებზეა საუბარი? როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ეს წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, კანონი, რომელიც არის ყველაზე რბილი, იმ კანონებთან შედარებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, ევროდირექტივის პროექტთან შედარებითაც კი ყველაზე რბილია, ვინმესთვის კითხვის ნიშნის წარმომქმნელი იყოს? ასეთ მომენტში რჩება აღქმა, რომ სინამდვილეში პრობლემაა არა კანონთან დაკავშირებით და მის ღირებულებებთან შესაბამისობაში, არამედ პრობლემაა, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, საჯარო გახდეს მათი ფინანსები. გამჭვირვალობა, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ გამჭვირვალობას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც რაღაცას მალავს. აქედან გამომდინარე, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია, თუ დავუფიქრდებით, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც თავიანთ ფულს მალავენ საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება