ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ლვოვში, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ავსტრალია უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ახალ დახმარებას ამზადებს. ამ თანხის ნახევარი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემის დიდი პარტიისთვის გამოიყოფა, 30 მილიონ დოლარზე მეტია დრონებისთვის, „დრონების კოალიციის“ ფარგლებში, დანარჩენი კი სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის“, - აღნიშნა შმიგალმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ავსტრალია უკრაინას ჰაერი-მიწის კლასის საბრძოლო მასალის გადასცემს.

უკრაინის პრემიერის განმარტებით, საერთო ჯამში, ავსტრალიამ უკრაინას დღემდე 655 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო, საიდანაც 540 მილიონი სამხედრო დახმარებაა.

თავის მხრივ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ახალი, 100 მილიონი დოლარის პაკეტიდან 50 მილიონი დოლარი მცირე მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დაიხარჯება, 30 მილიონი უკრაინელი სამხედროებისთვის დრონების შესაძენად და 15 მილიონი - აღჭურვილობისთვის, მათ შორის ჩაფხუტებისთვის, გასაბერი ნავებისთვის, ელექტრო გენერატორებისთვის.

შეგახსენებთ, რიჩარდ მარლსი უკრაინას გუშინ ეწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება