მამუკა მდინარაძე - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას - ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს ადამიანების რაოდენობა

ჩვენ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხვალ მიიღებენ მონაწილეობას [საყოველთაო სახალხო შეკრებაზე] - 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში, ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე 29 აპრილს დაანონსებულ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 20:00 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის, როგორც ცნობილია, ხვალ საყოველთაო სახალხო შეკრება გვექნება, სადაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ აქციას, შეკრებას. ყველამ ერთად ვუთხრათ ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ევროპულ, ეროვნულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული.

ჩვენი დეპუტატები იქნებიან ხალხში და არა სცენაზე წარმოდგენილები, რამდენიმე ჩვენგანის გარდა. რაც შეეხება მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები. 18:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას, წარმოგიდგენიათ, 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან. 2 საათი დასჭირდება შეკრებას 20:00 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ 29 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში