ირაკლი კუპრაძე - 29 აპრილს, როცა „ქართული ოცნების“ დაანონსებული „რუსული მარში“ შედგება, „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე

„ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 29 აპრილს, პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი უერთდებიან ახალგაზრდების საპროტესტო ჯგუფს, რომლებმაც დღეს გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ტიპის აქტივობას არ აპირებენ.

ამასთან, ირაკლი კუპრაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აქტივობები მხოლოდ იზოლირებულად დაგეგმონ, „შორს იმ პროვოკაციისგან, რისკენაც „ქართული ოცნებაა“ მოწოდებული".

„დღეს ახალგაზრდულმა საპროტესტო ჯგუფებმა გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აპირებენ რაიმე ტიპის აქტივობას. „ლელო“ უერთდება ახალგაზრდებს და ჩვენც იმავე პოზიციით, რომ არ შეიძლება „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად იქცეს მოქალაქე, რომელსაც გააზრებული აქვს ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. „ლელო“ სწორედ ამ პრინციპებზე დგას და ვამბობთ, რომ 29 აპრილს, როცა რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ დაანონსებული „რუსული მარში“ შედგება, მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც ცდილობენ, იძულებით წამოიყვანონ და დააყენონ ამ ანტიეროვნულ აქციაზე, ჩვენ არანაირი ტიპის აქტივობა არ გვექნება პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ აქტივობები მხოლოდ იზოლირებულად დაგეგმონ, შორს, იმ პროვოკაციისგან, რისკენაც „ქართული ოცნებაა“ მოწოდებული და ემზადება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში