ხატია დეკანოიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

მისივე თქმით, ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც ეხება რუსულ კანონს.

“თუ ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს, საკონსტიტუციო სივრციდან გავა. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ დადგენილი გვაქვს, რომ საქართველო უნდა ესწრაფვოდეს ევროინტეგრაციას, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გამალებით სურს საქართველო რუსეთისკენ შემოაბრუნოს. ეს არის ის, რასაც ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში. იცით, ახალგაზრდებს ყოველდღე აქვთ აქციები. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა",-აღნიშნა დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება