ნინო დოლიძე - მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”,  ისეთი ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც ეწინააღმდეგება, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროინტეგრაციას - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული

ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, ისეთი ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, ევროინტეგრაციას - ჩვენ დღეს გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს კანონი მიღებული არ იქნას, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა დასავლური ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, სადაც აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე რესპუბლიკის მოედანზე იდგეს, რათა“ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხის ხმა გაიგოს.

“მთელი საზოგადოება ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნდა გახდეს. ჩვენ ვართ მზად და ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ დროს “ქართულმა ოცნებამ” დაინიცირა უკვე მეორედ ისეთი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირის წევრობას. ჩვენ მოვისმინეთ არა ერთი განცხადება, მათ შორის თავად ევროკავშირის, რომ ასეთი კანონით ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვერ გავხდებით, მოლაპარაკებები არ გაიხსნება, იმიტომ, რომ ეს კანონი არ არის თავსებადი ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე ევროინტეგრაციას. ჩვენ დღეს გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა დასავლური ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ და ა.შ.

თუკი ეს კანონი მიღებული იქნება, უმძიმესი შედეგები ქვეყნისთვის იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დღეს აქ ვიდგეთ და “ქართულმა ოცნებამ” გაიგონოს ქართველი ხალხის ხმა”, - განაცხადა დოლიძემ.

გარდა ამისა, დოლიძემ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ შეკრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანების მობილიზება არ უნდა ხდებოდეს, მათ თავიანთი სურვილით უნდა გადაწყვიტონ მივლენ, თუ არა აქციაზე.

“დღევანდელი მოცემულობა არის ის, რომ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ, ან ახლობლები, ოჯახის წევრები ჰყავთ, ძალიან ეშინიათ ხმამაღლა ამაზე საუბარი. ეს არის ძალიან ფარული, როდესაც მათ დავალებებს აძლევენ და შემდეგ ჩამოსვლა უწევთ. ჩვენ არა ერთი ინფორმაცია გვაქვს რეგიონებიდან, იგივე საბავშვო ბაღებში, სკოლებში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში, ზოგიერთი შეეწინაღმდეგა, თუმცა ზოგიერთს წინააღმდეგობის გაწევა უჭირს. ბევრმა გვითხრა, რომ საერთოდ არ უნდათ წამოსვლა და ამ გადაწყვეტილების

მიღება უჭირთ. ამიტომ მამუკა მდინარაძეს გამოვეხმაურები ისე, რომ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს მობილიზება და თუ კი ადამიამიანებს უნდათ ჩამოსვლა თავისით ჩამოვლენ, როგორც დღეს აქ არის შეკრებილი ადამიანები, ისე ხვალ შეიკრიბებიან”, - განაცხადა დოლიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა