პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია „კი ევროპას, არა „რუსულ კანონს“ მიმდინარეობს, სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზდა. სპეცრაზმი პარლამენტის ყველა შესასვლელთანაა განლაგებული.

რუსთაველის გამზირზე შეიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან პარლამენტის ეზოშიც.

პარლამენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ 10 ახალგაზრდა საქართველოს დროშით ასულიყო საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ სცენაზე. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეეთანხმებინათ. დროის ამოწურვის შემდეგ კი ვითარება დაიძაბა, აქციის მონაწილეები რკინის ჯებირების გარღვევასაც შეეცადნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება