პეტრე ცისკარიშვილი - იმის მაგივრად, რომ სცენა ეთხოვებინათ სულ რაღაც 2-3 საათით, პირიქით, ხალხს დაუპირისპირდნენ ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ნება უნდა მიეცა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებისთვის, რომ მათ 2-3 საათით ესარგებლათ სცენით, რომელიც ხვალ დაგეგმილი საერთო-სახალხო შეკრებისთვის არის განთავსებული.

ცისკარიშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართა და მოუწოდა, ძალდატანებით ხვალინდელ შეკრებას არ შემოუერთდნენ.

„არ იყო გახმოვანება, ვერ ჩატარდა საპროტესტო აქცია, არ იყვნენ გამომსვლელები. არ ხდებოდა არაფერი, ამან გამოიწვია აგრესია. იმის მაგივრად, რომ სცენა ეთხოვებინათ სულ რაღაც 2-3 საათით, პირიქით, ხალხს დაუპირისპირდნენ ზუსტად ისევე, როგორც ისინი აპირებენ ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას. ქართველ ხალხს თავისი მთავრობა მიტინგს უწყობს ასე ხელოვნურად, ძალით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებით. რეალურად, ეს არის რუსული მარში. საჯარო მოხელეებს მინდა ვუთხრა, ბევრ თქვენგანს ეყო გამბედაობა, ვაჟკაცობა და უარი უთხრა, ზოგმა რაღაც მოიმიზეზა, ზოგმა პირდაპირ უარი აჯახა „ქოცურ“ მთავრობას და უთხრა, რომ არ წამოვა. ყველას შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ, არავინ ხართ ვალდებული, ისინი თავისი ჯიბიდან ხელფასებს არ გიხდიან, საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება ის თანხა, რომელიც თქვენ ხელფასებად გეკუთვნით“,-განაცხადა ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია