ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთ ღაზაში ახალი გადასასვლელი პუნქტების გახსნის საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ერთგულება. მათ ასევე განიხილეს მიმდინარე მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

„პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის საკითხი, მათ შორის ამ კვირიდან ჩრდილოეთის ახალი გადასასვლელების გახსნის მომზადების გზით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ პროგრესის შენარჩუნებისა და გაძლიერების აუცილებლობას ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან სრული კოორდინაციით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის პრესრელიზში.

მათივე ცნობით, ლიდერებმა განიხილეს რაფაჰის საკითხიც და პრეზიდენტმა თავისი მკაფიო პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია