ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინას ომის დასრულებამდე დაეხმარება, რაც, სამწუხაროდ, მალე არ მოხდება

ევროკავშირი, უკრაინაში ომის დაწყებიდანვე, ქვეყანას მხარდაჭერას დაჰპირდა და აპირებს გააგრძელოს ეს მხარდაჭერა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის იანვარში, დონბასს ეწვია და უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა. დიპლომატის თქმით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ ემზადებოდნენ რუსული ჯარების შეჭრისთვის და ჰკითხეს, რას აპირებს ევროკავშირი: მოუწოდებდა უკრაინას ჩაბარებულიყო, თუ საჭირო იარაღის მიწოდებით დახმარებას გაუწევდა. ბორელის თქმით, იმ მომენტში კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ბრძოლა დაიწყო, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა კიევს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ევროპელები არ წავლენ იმისთვის, რომ დონბასისთვის დაიღუპონ, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინელებს, დონბასისთვის აღარ დაიღუპონ", - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ომის დაწყებისას პირობა დადო, რომ დახმარებას გაუწევს უკრაინას და ამას გააკეთებს ომის დასრულებამდე, თუმცა „ეს, სამწუხაროდ, მალე არ მოხდება“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს