„ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება.

მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.

„ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ აქციას, შეკრებას. ყველამ ერთად ვუთხრათ ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ევროპულ, ეროვნულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული.

ჩვენი დეპუტატები იქნებიან ხალხში და არა სცენაზე წარმოდგენილები, რამდენიმე ჩვენგანის გარდა. რაც შეეხება მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები.18:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას, წარმოგიდგენიათ, 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან. 2 საათი დასჭირდება შეკრებას 20:00 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ 29 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება