ხატია დეკანოიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი გამოვიდა, ვინც კონკრეტულად დააფიქსირა, რომ საქართველო, ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ, არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ უამრავი ადამიანი გამოსული საქართველოს პარლამენტის წინ, ვინც ძალიან რეალურად, კონკრეტულად დააფიქსირა ის, რომ საქართველო არასდროს გახდება ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ, რუსეთის ნაწილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიონ, იმიტომ, რომ თუ ამ კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება და უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, მაშინ ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე საფუძველი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება