ანრი ოხანაშვილი ეკა ხერხეულიძეს - უზრდელი ხართ და რა გელაპარაკოთ

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა ოპოზიციასა და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ნოდარ ტურძელაძეს მოუწოდა, რომ „წესიერად ილაპარაკოს“.

„წესიერად ილაპარაკე. ჩემი მეგობარი ხარ, თუ როგორ მელაპარაკები“, - მიმართა ხერხეულიძემ ტურძელაძეს.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და გაფრთხილება მისცა „ნაციონალური მოძრაობის’ წევრს, ეკა ხერხეულიძეს, რის შემდეგაც მათ შორის კამათი გაიმართა. საბოლოოდ, ოხანაშვილმა ხერხეულიძეს "უზრდელი" უწოდა.

„თავი შეიკავეთ და იცოდეთ სად ხართ. წესიერად მოიქეცით, დამშვიდდით. უზრდელი ხართ და რა გელაპარაკოთ. თავი შეიკავეთ. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ აქ. მორალური უფლება არ გაქვთ, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოთ. დამშვიდდით. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ, გაფრთხილებთ რეგლამენტის შესაბამისად. მესმის, რომ პროვოკაციისთვის ხართ მოსული, მაგრამ გავაგრძელოთ განხილვა“, - მიმართა ოხანაშვილმა ხერხეულიძეს.

„უზრდელი თქვენ ხართ“, მიმართა ხერხეულიძემ ანრი ოხანაშვილს.

ხერხეულიძის გარდა, ოხანაშვილმა გაფრთხილება მისცა სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილს და ხატია დეკანოიძეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება