ლევან ბეჟაშვილი - ჩემთან დაკავშირებით რატომ მიიღეს გაძევების გადაწყვეტილება წარმოუდგენელია, როცა კომიტეტის თავმჯდომარე თავად უხეშად არღვევს რეგლამენტს და კოლეგებს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევს

ოპოზიციონერ დეპუტატებს არ აძლევენ კითხვის დასმის საშუალებას. საერთოდ, ჩემთან დაკავშირებით რატომ მიიღეს­ გადაწყვეტილება გაძევების თაობაზე წარმოუდგენელია, როცა კომიტეტის თავმჯდომარე პირდაპირ თავად უხეშად არღვევს რეგლამენტს და არ აძლევს სიტყვის თქმის საშუალებას კოლეგებს,- ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი ძალის მიზანი არ არის შენიშვნების მოსმენა, არამედ, მათ პირდაპირი მითითება აქვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააძევონ დეპუტატები სხდომიდან და შემდეგ კონტრაქციას შეუერთდნენ.

„გვქონდა უამრავი შეკითხვა და უამრავი შენიშვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - რით განსხვავდება ეს „რუსული კანონი“ ევროპული და ამერიკული პრაქტიკისგან, მაგრამ მათ არ სურთ ამ შენიშვნების მოსმენა. მათ აქვთ პირდაპირი დავალება, რაც შეიძლება მალე ყველა დეპუტატი გააძევონ, დაასრულონ ეს სხდომა და შემდეგ უკვე კონტრაქციაზე გავიდნენ. ეს არის მათი ამოცანა. მე მგონი, საზოგადოებისთვის ცალსახა უნდა იყოს და ერთმნიშვნელოვანი - ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, ხელისუფლება განამტკიცონ, ამ ხელისუფლების განმტკიცებისთვის რუსულ კანონებს დაეყრდნონ და რუსული კანონები მიიღონ. საზოგადოებამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს ხალხი გასულია კონსტიტუციური სფეროდან, კონსტიტუცია აღარ არის ხელისუფლების წყარო, მათთვის ივანიშვილი და რუსული დირექტივები არის ხელისუფლების წყარო“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია