ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაიაც გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც გააძევა.

თავდაპირველად, ოხანაშვილმა კორძაიას კითხვის დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ „სიტყვა ჩამორთმეულია“, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.

„არ გრცხვენია მართლა? არ გრცხვენია, კაცო? კითხვა დამასმევინე!“ - მიმართა კორძაიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც თავმჯდომარემ ოპოზიციონერი კოლეგა დარბაზიდან გააძევა.

„დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თამარ!“ - მიმართა ოხანაშვილმა კორძაიას და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზიდან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი გიორგი ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი გააძევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება