რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან

თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან - ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა რუსეთის “გადასახადო კოდექსის“ 113-ე მუხლს ეყრდნობა, რადგან საქართველოს “საგადასახადო კოდექსით“ ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, როდესაც კანონპროექტში წერია, რომ ის არ ზღუდავს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას, სიტყვა “არ“ უნდა იყოს ამოღებული და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს. გოცირიძემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტით საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები მტრულად ცხადდება.

“ამბობთ, რა არის ამ კანონში რუსული - ამ კანონში პირდაპირ გადმოწერილია რუსული საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლი. პროექტში პირდაპირ გიწერიათ, რომ სამართალდარღვევისთვის ხანდაზმულობის ვადა არის ექვსი წელი, რაც პირდაპირ რუსული კანონიდან არის გადმოწერილი, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. სუბიექტმა 100 მილიონიც რომ მოიპაროს ან დამალოს, სამი წლის მერე ეს უქმდება, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ სამი წელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ოპოზიციასა და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის