ანა ნაცვლიშვილი - კანონი შეეხება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს? როგორც იკითხება, არ შეეხება - შეეხებათ თუ არა ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრებს ამზდებდნენ? - იკითხება, რომ შეეხებათ

ეს კანონი, რომლის მიზანი და მოქმედების სფერო პირველი მუხლითაა დარეგულირებული, შეეხება და გავრცელდება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეზე? კანონპროექტი, როგორც ის წერია და როგორც ის ახლა იკითხება, რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს არ შეეხება და ეს დამიდასტურეთ! - ასე მიმართა პარტია “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას.

ნაცვლიშვილმა ასევე იკითხა, შეეხება თუ არა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იძიებენ და ამხელენ ხელისუფლების კორუფციულ სქემებს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტის არსებული რედაქციის მიხედვით, კანონის მოქმედება ოთარ ფარცხალაძისაგან განსხვავებით, ასეთ ორგანიზაციებს შეეხება.

“შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი, მათ შორის ჯანმრთელობის რისკის ფასად 2008 წლის აგვისტოს ომიდან პირველივე დღეებში ახდენდნენ რუსეთი მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დოკუმენტირებას, საქართველოს მოქალაქეების სახელით ამზადებდნენ საჩივრებს სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ? - შეეხებათ თუ არა ამ ორგანიზაციებს მოქმედების სფეროდან გამომდინარე? ახლა პროექტიდან იკითხება რომ შეეხებათ და უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლად გამოცხადდებიან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითისთვის საია, რომელსაც ასობით დარღვევა აქვს დოკუმენტირებული, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი რისკის ფასად აგვისტოს ომიდან, როგორც კი შესაძლებელი გახდა შესვლა, ახდენდნენ დოკუმენტირებას რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დარღვევებისა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

მესამე, შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ გამოძიებას და ამხელენ ხელისუფლების კორუფციულ სქემებს? შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ დოკუმენტირებას და და ამხელენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის და დასახიჩრების და უწევენ მათ დახმარებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია