ფოთის მერი - სპეკულირებენ, თითქოს ვიღაცები ძალით მიჰყავთ აქციაზე, მაგრამ ამის დამტკიცება ოქტომბერში მარტივია - ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროპა

თბილისში, პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ფოთიდანაც უერთდებიან. მოქალაქეები მიკროავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით უკვე გაემგზავრნენ. მათი თქმით, აქციაში მონაწილეობის მიზანი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ხელისუფლების მხარდაჭერაა.

„არის სპეკულირება, რომ თითქოს ვიღაცები ძალით მიჰყავთ დღევანდელ აქციაზე, მაგრამ ამის დამტკიცება მარტივია ოქტომბერში. რაც შეეხება მიზანს, ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მიზნების, ქართული მიზნების მისაღწევად, ამისთვის საჭიროა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღოთ და ვერცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერ განსაზღვრავს, მაგალითად, უკეთესად როგორ შევუნარჩუნოთ მშვიდობა, როგორ დავიცვათ ოჯახის ღირებულებები, ჩვენი რწმენა, ჩვენი ტრადიციები. ჩვენ ვამბობთ - ღირსებით ევროპისკენ",- განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება