თამარ კორძაია - ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი - სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად

ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი - სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს მიმართა.

მისივე თქმით, ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ის არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი.

„მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს. ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო დღეს იმ კომფორტიდან, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით აქვს. ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და ხელისუფლებას მოუწოდოთ, რომ არ მიიღოს კანონი, რომელთა დაკავშირებითაც სწორად სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება. ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას. პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში. ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდზე ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ! ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად. ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი", - ამბობს თამარ კორძაია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია