ლევან ხაბეიშვილი - 20 წუთში ერთხელ ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ?!

ყოველ 20 წუთში ერთხელ, ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ?!- ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, მმართველი პარტია იურიდიულ კომიტეტზე პროვოკაციებს განზრახ აწყობს, ვინაიდან მისივე შეფასებით, მათ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დასმული შეკითხვები არ მოსწონთ.

„122 შეკითხვა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმშენებელს“ მომზადებული, ამ მუხლებთან დაკავშირებით. ყველა შეკითხვაზე ადამიანებს იპარავენ საკომიტეტო მოსმენიდან. ნახეთ, რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ და საიდან მოვიტანოთ. ხომ ამბობდნენ, მუხლობრივად იყოს განხილვაო, ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციებს აწყობენ, კონსტრუქციულად განგვეხილა ყველა მუხლი. ყველა მუხლზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვას სვამდნენ, აძევებდნენ. კითხვები რომ არ მოსწონთ მერე აძევებენ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კანონის მიღება ეს არის პირდაპირი დავალება. ეს კანონი რად უნდა, ანრი ოხანაშვილმა თვითონაც არ იცის. კონკრეტული დავალება აქვთ და ასრულებენ. ამ კანონს არანაირი ფუნქცია არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ერთადერთი მიზანი - უარი თქვან ევროკავშირზე, პრობლემები შეუქმნან სიტყვის თავისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ქვეყანაში დააბნელონ, ფეხებზე დაიკიდონ ჩვენი პარტნიორები. ლაპარაკობენ იმ დასავლეთზე, რომელიც მილიარდობით ლარით ეხმარება საქართველოს. ევროკავშირზე უარი ნიშნავს 10 მილიარდ დოლარზე მეტის დაკარგვას. ივანიშვილი იღებს კანონს ხელების გადაგრეხით, რომელიც არავის სჭირდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან ლევან ხაბეიშვილის გარდა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება