ანრი ოხანაშვილი ხაბეიშვილს - მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ კითხვა - ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?!

მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ [კითხვა]. ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე, 6 მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?! - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს.

აღნიშნულით ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვა დასვა იმის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეეხებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რადგან „ქართუს“ დაფინანსება 20%-ზე მეტია.

„საუბარია იმაზე, რომ 20%-ზე მეტი უცხოეთიდან დაფინანსება ვისაც აქვს ეხება ეს კანონი. მე მაინტერესებს „ქართუსთან“ დაკავშირებით, როგორ შეეხება. 2018-2019 წლების ანგარიშით 92 და 200 მილიონი იყო მათი შემოსავალი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

20 %-ზე მეტი რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს უცხოური დაფინანსება და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კანონით რომ აქვს ვალდებულება - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით, რომ შემოსავლები ფინანსთა სამინისტრო და საშემოსავლო სამსახურმა უნდა გაასაჯაროოს და 5 წელია ამ ანგარიშს არ აქვეყნებენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც მას კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გამოურთო.

„მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ [კითხვა]. ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე - 6 მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?!” - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ხაბეიშვილს და სიტყვა ჩამოართვა.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ხაბეიშვილს სიტყვა იმიტომ ჩამოართვა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილმა მიკროფონის გარეშე საუბარი განაგრძო, სხდომის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილს დარბაზი დაატოვებინა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა