ენტონი ბლინკენი - პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით ჩაიშალა

გეგმები, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით ჰქონდა - წაეშალა ის რუკიდან და რუსეთის ნაწილი გაეხადა, აღარ არსებობს, ჩაიშალა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით გაერთიანდნენ არა მხოლოდ აშშ და ევროპის ქვეყნები, არამედ ქვეყნები ევროპის ფარგლებს გარეთაც, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ.

„და თუ ამ გამოწვევას დაუსჯელს დავტოვებთ, სავარაუდოა, რომ ყველგან მყოფი აგრესორები გაითვალისწინებენ და ჩვენ გვექნება უფრო მეტი და არა ნაკლები კონფლიქტის სამყარო. ბევრი ქვეყანა ეფექტურად გავაერთიანეთ, ჩვენ დავეხმარეთ წარმოუდგენლად გაბედულ უკრაინელებს აგრესიის მოგერიებაში და ახლა ეს არის მუდმივი ძალისხმევა და ბრძოლა, მაგრამ გეგმები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით ჰქონდა - წაეშალა ის რუკიდან და რუსეთის ნაწილი გაეხადა, აღარ არსებობს, ჩაიშალა“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, დასავლეთს აქვს გეგმა, რომელიც დაეხმარება უკრაინას, დროთა განმავლობაში წარმატებას მიაღწიოს.

„ჩვენ გვაქვს ალიანსი ევროპაში, რომელიც უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ვფიქრობ, გვაქვს გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, დროთა განმავლობაში წარმატებას მიაღწიოს და გახდეს ძლიერი ქვეყანა: სამხედრო, ეკონომიკური დემოკრატიული თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება