ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილმა ლილუაშვილს მწკრივში ჩააყენებინა ე.წ. ბიზნესმენები „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად - მინდა მათ მივმართო: ისტორია აუცილებლად გაგცემთ პასუხს

ივანიშვილმა ლილუაშვილს მწკრივში ჩააყენებინა ე.წ. ბიზნესმენები "რუსული კანონის" მხარდასაჭერად და მისთვის ერთგულების დასამტკიცებლად. მინდა მათ მივმართო - თქვენ მიდიხართ საქართველოს მომავლის, თქვენი შვილების მომავლის წინააღმდეგ და ისტორია აუცილებლად გაგცემთ პასუხს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარს უჭერენ ბიზნესმენები, რომლებიც ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას.

„თქვენ უკანასკნელი ორი დღეა ფაქტობრივად იდენტურ განცხადებებს ხედავთ ე.წ. ბიზნესმენებისგან. ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ დაავალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს ბიზნესმენები მწკრივში ჩაეყენებინა და "რუსული კანონის" მხარდაჭერა აღეთქვათ ივანიშვილისთვის და მისთვის ერთგულებაც დაემტკიცებინათ.

ხელში მიჭირავს ხვიჩა მაქაცარიას პოსტერი, რომელიც "რუსულ კანონს" უჭერს მხარს, ევროკავშირზე უარს ხელს აწერს და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ ამას რის ფასად აკეთებ მაქაცარია - თქვენ რომ კომუნალური გადასახადები მოგდით, ეს კაცი გძარცვავთ ყოველდღიურად და ამ გადასახადებიდან დიდი წილი მიდის სწორედ ამ ადამიანთან.

სოსო ფხაკაძე - როცა გაძვირებულ ბენზინს ასხამთ, რომელიც ფოთის პორტამდე ლარ ნახევარი ღირს, რაზეც თვეებია ვსაუბრობთ, იცოდეთ, რომ ფხაკაძე არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ორჯერ გიძვირებთ ბენზინს. სხვათა შორის "გალფის" ხელმძღვანელმა ნაკაიძემ გააკეთა განცხადება, რომელიც არის იმავენაირი ქურდი და ყაჩაღი, რომელიც ძარცვავს მოსახლეობას ბენზინგასამართ სადგურზე.

ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც დაპატრონებულია ფოთის პორტს. გათავისუფლებულია გადასახადებიდან და უკვე ათწლეულებია ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს. ეს კაციც მხარს უჭერს "რუსულ კანონს", უარს ამბობს ევროკავშირზე და ივანიშვილის დავალება პირნათლად შეასრულა.

ილია წულაია, კალაძის ნათლია მირონი, რომელსაც აქედან ერთ კილომეტრში კალაძემ 16 მილიონიანი ქონება მისცა ერთ ლარად, ეს ადამიანი თბილისში არის მონოპოლისტი და ჩააბეტონა დედაქალაქი. ამას გარდა, ექსკლუზივი აქვს დედაქალაქში მშენებლობის. ისევე როგორც მაგალითად ნოშიკო ნამორაძეს და ა.შ.

ადამიანები, რომლებზეც ახლა მე ვსაუბრობ, ეს ადამიანები არიან ე.წ. ბიზნესმენები, რომლებსაც დაავალა ივანიშვილმა "რუსული კანონის" მხარდაჭერა, ერთგულების დაფიქსირება და ევროკავშირზე უარის თქმაზე ხელმოწერა.

ყველა ამ ბიზნესმენს უნდა ესმოდეს, რომ ისინი საქართველოს მომავლის, მისივე შვილების მომავლის წინააღმდეგ მიდიან და მათ აუცილებლად ისტორია გასცემს პასუხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში