ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა იუროვას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იყო პასუხი ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანსა და ხელისუფლების ძალისხმევაზე- იყოს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად. ასევე მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესი და მიღწეული შედეგები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე.

ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევაა.

ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს, ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო