მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „პუტინის "რაშისტული" ნარატივი“ გაიმეორა.

„ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის "რაშისტული" ნარატივი. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას - კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას. ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება.

არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს