ვედანტ პატელი აცხადებს, რომ ისრაელის უშიშროების ხუთმა ქვედანაყოფმა, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უფლებები უხეშად დაარღვია

„ჰამასის“ თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე ისრაელის უშიშროების ხუთმა ქვედანაყოფმა ადამიანის უფლებები დაარღვია, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ავრცელებს.

ვედანტ პატელის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ისრაელის უშიშროების ხუთმა ქვედანაყოფმა, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უფლებები უხეშად დაარღვია.

მისივე თქმით, ოთხმა ქვედანაყოფმა გამოსასწორებელი ზომები მიიღო, ხოლო მეხუთე ქვედანაყოფის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს და აშშ განიხილავს შეზღუდოს თუ არა აღნიშნული ქვედანაყოფისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

„ჩვენ ისრაელის მთავრობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ. მათ დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინეს, რომელიც ამ ქვედანაყოფს ეხება და ჩვენ განხილვას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა