ირაკლი კობახიძე - სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებს, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა

სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული კვირების განმავლობაში გაიმართა პოლიტიკური უმცირესობის რამდენიმე აქცია.

„იმ აქციებს და ჩვენს დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი, პრინციპული რამ - ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით; ის აქციები იმართებოდა ლოზუნგით - ოღონდ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები ჭირსაც წაუღია. ამ ადამიანებს ერთი რამ არ აქვთ გააზრებული - თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე