პაატა ზაქარეიშვილი - მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის ევოლუციას, მაგრამ მას გულზე რომ არასდროს ეხატებოდა ევროპული ინსტიტუტები, თავიდანვე ჩანდა

მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის ევოლუციას, მაგრამ ის, რომ მას გულზე არასდროს ეხატებოდა ევროპული ინსტიტუტები, თავიდანვე ჩანდა , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს დაჰპირდა, რომ ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს „კბილებით გაათრევს“.

„მოწინააღმდეგეები უკან დახევას არ აპირებენ, საკითხი შეიძლება გადაწყდეს არჩევნებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაინც ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის გამოსვლა, ნებისმიერ შემთხვევაში. შეიძლება გვაქვს განცდა, რომ ესენი კანონს მაინც გაიტანენ მესამე მოსმენითაც, მაგრამ წინ გვაქვს არჩევნები.

ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია ევროპისათვის. 100-120 ათასი კაცი რომ გამოვიდა, ეს სულ ცოტა 5-ზე უნდა გაამრავლო, ვინც შეიძლება ყოფილიყო აქციაზე და ვერ მოვიდა, მიზეზთა გამო. თუ კანონპროექტი კბილებით გაათრიეს, მათ უფრო და უფრო დააკლდებათ არჩევნებზე ხმები. მათ გონება უნდა ეყოთ, რომ მესამე მოსმენა გადაიტანონ არჩევნების შემდეგ, ამით გადაიტანონ სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი შეიძლება გაყალბებით გადაფაროს. ამიტომ არ სჭირდებათ მათ სამოქალაქო სექტორი.

შარშან რაღაცის გამო ხომ შემოიტანეს და ძალიან ძვირი დაუჯდათ და უცებ გაიტანეს უკან. შემდეგ სიწყნარე ერთი წელი და ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება, უცებ ცვლის პრემიერ-მინისტრს და შემოაქვთ ისევ კანონი. კობახიძემ ბიძინას წინაშე თავის თავზე აიღო თავხედობა, სითამამე და უტიფრობა, რომ „მე გავაკეთებ იმას, რაც ღარიბაშვილს არ გამოუვიდა, სამაგიეროდ ღარიბაშვილი ჩაიძირება და სიები ჩემი იქნება, მთავრობა ჩემი. მე გავათრევ კბილებით ამ კანონს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება