ბადრი ჯაფარიძე -  ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში

ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ სახალხო შეკრების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, 28 ოქტომბრისთვის საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მმართველი პარტია ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს.

„დღეს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნებზე “ოცნება” ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანი და მისი ყურმოჭრილი მსახურები გადაჩეხავენ ქვეყანას იმ უფსკრულში, რომელსაც რუსეთი ჰქვია. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყნის რუსეთის მიერ ხელახალი ოკუპაციის საფრთხის წინაშე და უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა საქართველოს მომავლის გადასარჩენად!“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება