თავდაცვის მინისტრი - დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება

დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისა და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისა და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა.

„თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებას და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას. ქართული ჯარი თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი უფრო მეტად დაფასებული. რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს, დაიცვას ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მან აღნიშნა, რომ თავისუფლებისა და გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა.

„ჩვენი გმირები არიან ჩვენი სიამაყის საფუძველი, რომლებიც განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასდროს დათმობს თავისუფლებას“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია