საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე პეტერსბერგის მე-15 კლიმატის დიალოგში (Petersberg Climate Dialogue) სიტყვით გამოვიდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი პეტერსბერგის მე-15 კლიმატის დიალოგის მიმდინარეობისას (Petersberg Climate Dialogue) სიტყვით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლიმატის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ფორუმს ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ერთობლივად უმასპინძლეს. ფორუმზე მიზნობრივი ინოვაციური იდეები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სამინისტროს განმარტებით, მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა პეტერსბერგის კლიმატის დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზი გაუსვა კლიმატის მხარეთა 29-ე კონფერენციის ბაქოში ჩატარების მნიშვნელობის საკითხს.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რათა ჩვენ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონის გამოწვევები კლიმატის ცვლილების კუთხით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში კლიმატის ცვლილების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობის საკითხს.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველო 2050 წლისათვის კლიმატნეიტრალურობისკენ ისწრაფვის, ამავდროულად, თანმიმდევრულად ასრულებს კლიმატის ცვლილების კუთხით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

უწყების განმარტებით, პეტერსბერგის მე-15 კლიმატის დიალოგმა 40-მდე ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენელი გააერთიანა, მათ შორის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბრიტანეთის, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები, რათა განეხილათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის დაძლევისკენ მიმართული კონკრეტული საკითხები.

მათივე ცნობით, დიალოგი ფოკუსირებული იყო კლიმატის ცვლილების პროცესების შესარბილებლად ფინანსების მობილიზების თემაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, პეტერსბერგის კლიმატის დიალოგი 2010 წელს, გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივით შეიქმნა და მის მიზანს, ყოველწლიურად შერჩეული სახელმწიფოების გაერთიანებით, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციებზე (COP) წარმატებული მოლაპარაკებებისთვის მომზადება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის სახელწოდება პირველი კლიმატის დიალოგის ჩატარების ადგილს უკავშირდება, რომელიც ბონში, პეტერსბერგის მთაზე მდებარე ამავე სახელწოდების სასტუმროში გაიმართა. მას შემდეგ მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ფორუმი ყოველწლიურად ბერლინში იმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე