გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს - მან თქვა, არა ევროკავშირს, კი - ბიძინას

ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნების“ მიერ გამართული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ „გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება იყო“.

„დახარჯული მილიონები იმისთვის, რომ ეს ხალხი იძულებით თბილისში ჩამოეყვანათ, ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის სახით არაფერი შერჩენია. უფრო მეტიც, ეს არის ხელისუფლება, რომლის მოშორება ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს. ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა ამოცანა, რაც ჩვენ გაქვს - ის ჩვენ სწრაფად უნდა მოვაშოროთ ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ, განვვითარდეთ, წინ წავიდეთ. აქეთ ელიტა, ზემდიდარი ადამიანები სცენიდან მიმართავდნენ ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ჩამოიყვანეს. აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების... გუშინდელი დღე მართლა საბოლოო სიტყვა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ და არც მათ რუსულ კანონებს აქვთ მხარდაჭერა. თუ შევადარებთ 28-29 რიცხვს, ქართული, ეროვნული ღირსების ზეიმი იყო, გუშინ კი, გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება იყო, რომელსაც ჩვენ დავასრულებთ.

ივანიშვილი გუშინ აბსოლუტურად ყველას ემუქრებოდა, მან თქვა, არა ევროკავშირს, კი - ბიძინას. მისი საგარეო და საშინაო კურსი ბიძინა ივანიშვილია და ამბობს, რომ ამ ქვეყანამ მხოლოდ ეს ადამიანი უნდა აქოს და ადიდოს, რომელიც რეალობას სრულიად მოწყვეტილია და ძალიან სუსტია. 2030 წელზე რომ მისვამთ კითხვას, რანაირად უნდა შევიდეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის პირობებში ევროკავშირში, კაცი პირდაპირ ამბობს, ევროპა ჩემი მტერიაო, რანაირად შეიძლება მტერს გაუერთიანდე? გუშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მტერია, მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ვიცი, რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაშიო. მის პირობებში ქვეყანა არათუ შევა ევროკავშირში, არამედ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ ამბობენ, რომ რაც მოპოვებული გვაქვს, იმასაც დავკარგავთ. შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას, შეიძლება საფრთხე დაემუქროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს და იმ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირისგან ვიღებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს