ნიკა გვარამია - ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და გვთავაზობს რუსეთთან მარტო დარჩენას - სისტემა უნდა დაინგრეს

სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სამშობლოს გადარჩენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ, მედასავლეთე ქართველებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ივანიშვილის გუშინდელ ზიზღით სავსე, შუღლის მთესველ, აგრესიულ, მუქარებით სავსე განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთი მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში, ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად. გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენ ის ბრძოლით და ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ“, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ცხადი გახდა, რომ საკითხი ღარ ეხება მხოლოდ „რუსულ კანონს“ და არც ევროინტეგრაციას. ნიკა გვარამიას განმარტებით, საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას.

„გულწრფელად უნდა იქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვეს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას. ისინი სასწავლებლად ვეღარ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა, ეს გამოიწვევს უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან, სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემცირებას“, - განაცხადა გვარამიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება