მამუკა მდინარაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა, თუმცა არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე - რამდენიც არ უნდა დასჭირდეს მუხლობრივად მივყვებით

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად, მეორე მოსმენით გავა.

საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. როგორც სესიაზე ითქვა, განხილვა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დაიწყება, რა პროცესიც ორი-სამი დღე შეიძლება გაგრძელდეს.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მათ არსად ეჩქარებათ.

“არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე - რამდენიც არ უნდა დასჭირდეს ჩვეულებრივად, მუხლობრივად მივყვეთ. გუნდის სახელით გეუბნებით, არსად არ ვიჩქარებთ. განხილვას შეიძლება სამი დღეც დასჭირდეს, მაგრამ არსად არ გვეჩქარება და რამდენი დღეც დასჭირდება, პრობლემა არ არის ვიმუშაოთ დეტალურად - კიდევ ერთხელ დაველოდებით, რუსული ან ცუდი რა არის. იქნებ რომელიღაცამ რაღაცნაირად ამოთქვათ!“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია