ანა წითლიძე - ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ 2012 წელს ის მოვიდა ერთადერთი დავალებით, საქართველოს ევროპული მომავალი დააკარგვინოს

გუშინ, ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი სიარული გაუჭირდა და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა - ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ 2012 წელს, ის მოვიდა ერთადერთი დავალებით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დააკარგვინოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მხარდასაჭერ შეკრებაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადებები გააკეთა.

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომელიც გუშინ რუსმა ოლიგარქმა გააკეთა, ნათლად და ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს საქართველოს ევროპული მომავალი არ ყოფილა, მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ღიად თქვა, რომ ის 2012 წელს ერთადერთი დავალებით მოვიდა და ეს დავალება არის საქართველოს ევროპული მომავალი დააკარგვინოს. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ იყო შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი თავისუფლად სიარული გაუჭირდა და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა, შემდეგ ისე წავიდა, რომ არცერთ რეალურ პრობლემაზე, რაც 12 წლის განმავლობაში იყო, არ უსაუბრია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება