მიხეილ სააკაშვილი - ვნახეთ დაშინებული და მომტყდარი ივანიშვილი, მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა - უახლოესი კვირები ძალადობის პროფილაქტიკისთვის გადამწყვეტი იქნება

გუშინ, ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სააკაშვილი წერს, „ ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს“.

„გუშინ, ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა. საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან „ვარდების რევოლუციაზე“ პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა. რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა? პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას. ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის. დაბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება“, - წერს სააკაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს