მამუკა ხაზარაძე - მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან მკაფიოდ გვითხრა, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში, ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო - ივანიშვილი აუცილებლად მოითხოვს თავშესაფარს მოსკოვში

მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან ძალიან მკაფიოდ გვითხრა ყველას, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში - ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას,- ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ადგილი მოსკოვშია.

“მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ მან ძალიან მკაფიოდ გვითხრა ყველას, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში, რომ არის პუტინის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. ყველაფერს დაუსვა თავისი წერტილი და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ არის ევროპაში. თქვა, რომ ის ერთპიროვნულად აგრძელებს ქვეყნის მართვას და დამორჩილებას კიდევ იმ დარჩენილი თავისუფალი აზრის, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, მინდა მას ვუთხრა, რომ ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო, გასაგები. “ლელო” ძალიან დიდი ხანია ვიძახით, რომ ის არის რუსი პოლიტიკოსი. მისი ადგილი მოსკოვშია. იგი აუცილებლად წააგებს ამ არჩევნებს. აუცილებლად წააგებს ამ ომს, რომელიც გამოუცხადა ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას. ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას “ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, რომელიც არ ეხება და ჩვენს მოქალაქეს არ აძლევს რაიმე იმედს”.

“ილაპარაკა აბსურდულ რაღაცებზე. 12 წელი ჰქონდა [ნაციონალური მოძრაობის] გასასამართლებლად. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ამ ქვეყნისთვის რაღაცა გაეკეთებინა. გააკეთა ერთადერთი რამ, შეინარჩუნა თავისი კლეპტოკრატიული მმართველობა. ქვეყანა გადააქცია ოფშორულ ზონად. ანუ წარმოშობის გარეშე და კრიმინალური ფულის ნავსაყუდლად აქცია იმ კანონით, რომელიც ორ დღეში მიიღო”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის