არმაზ ახვლედიანი - ზუსტად ვიცი, რომ „ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე შეკრებილი საზოგადოების 50%-ზე მეტი არჩევნებში ივანიშვილს მხარს არ დაუჭერს - გუშინ საზოგადოებამ დაინახა, რა სხვაობაა ევროპასა და რუსეთს შორის

ძალიან მიხარია ის, რომ გუშინ მთელმა ქვეყანამ, მათ შორის რუსთაველზე შეკრებილმა ათიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ ცხადად დაინახა, რა სხვაობაა ევროპასა და რუსეთს შორის, რა სხვაობაა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მთელი ქვეყნის გასაგონად თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური გზა აღარ არის.

„ზუსტად ვიცი, რომ გუშინ „ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე შეკრებილი საზოგადოების 50%-ზე მეტი ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილს მხარს არ დაუჭერს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბატონმა ივანიშვილმა გუშინ საბოლოოდ, მთელი ქვეყნის, მტრის თუ მოყვრის გასაგონად თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური გზა აღარ არის, რომ ე.წ. სუვერენიტეტს, სუვერენიტეტის იდეას ამოფარებულ ქართულ მთავრობას სურს, არა დემოკრატიული არჩევნების, არა პლურალისტური დემოკრატიის გზით, არამედ არჩევნების დემოკრატიული, სამართლიანი იდეების გაუქმების, კრემლისტური კანონმდებლობის შემოღების, დაშინების, რეპრესიების, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გზით ატაროს საქართველო“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისი შეფასებით, ივანიშვილს სურს ძალაუფლება რეპრესიული გზით მიიტაცოს.

„ივანიშვილის გეგმა ერთადერთია, არჩევნების გაყალბების, უმძიმესი წინასაარჩევნო, რეპრესიული გარემოს შექმნით კვლავ მიიტაცოს ძალაუფლება და ამის შემდეგ, უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები მოაწყოს საქართველოში. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამას არ დავუშვებთ, წინ აღვუდგებით საქართველოს რუსიფიკაციას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება