მამუკა ხაზარაძე - პრეზიდენტთან პოლიტიკურ გეგმაზე ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა - დღეს, როგორც არასდროს, პროდასავლურ ძალებს და ხაზს ვუსვამ, პროქართულ ძალებს სჭირდებათ გაერთიანება და ერთსულოვნება

როდესაც გაერთიანებაზე (პოლიტიკური პარტიების) ვსაუბრობთ, თითოეული ჩვენგანის ვალია პოლიტიკოსის და დავარქვათ ასე, მშობელთა თაობის, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დღეს ქუჩაში და იმ არანორმალურ კანონს აპროტესტებენ, რომელსაც გვასაღებენ თითქოს ქართული კანონია. ქართული არის მხოლოდ ასოები, შინაარსი ეს არის რუსული, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, პარტიის ლიდერებს პრეზიდენტთან პოლიტიკურ გეგმაზე საინტერესო საუბარი ჰქონდათ.

„პრეზიდენტთან პოლიტიკურ გეგმაზე ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. დღეს, როგორც არასდროს, პროდასავლურ ძალებს და ხაზს ვუსვამ, პროქართულ ძალებს სჭირდებათ გაერთიანება და ერთსულოვნება. ამ თემებზე გვქონდა საუბარი, კონკრეტულ ნაბიჯებზე.

უპირველეს ყოვლისა, როდესაც გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, თითოეული ჩვენგანის ვალია პოლიტიკოსის და დავარქვათ ასე, მშობელთა თაობის, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დღეს ქუჩაში და იმ არანორმალურ კანონს აპროტესტებენ, რომელსაც გვასაღებენ თითქოს ქართული კანონია. ქართული არის მხოლოდ ასოები, შინაარსი ეს არის რუსული. ეწინააღმდეგება თავისუფალ აზრს, თავისუფალ სამყაროს და ჩვენს მომავალს და ევრომისწრაფებას. უპირველესად, საჭიროა საზოგადოების გაერთიანება. გუშინ გაიყო, ხაზი გაისვა სად არის ის ქართველი საზოგადოება, რომელსაც თავის ქვეყნის პროგრესი უნდა და სად არის რეგრესი, ის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის თამადობით, რომელსაც უნდა რუსეთი. ამიტომ, ჩვენ კონსულტაციებს გავაგრძელებთ და ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით. კონსულტაციები დაწყებულია და დინამიკა უახლოეს მომავალში გაგრძელდება”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს