ბადრი ჯაფარიძე - ივანიშვილს ერთხელაც არ უხსენებია, რომ რუსეთი ოკუპანტი და საფრთხის ძირითადი წყაროა - პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, რომ ახლა საზოგადოების გამთლიანების დროა და არა ვიწროპარტიული ინტერების გატარების

[ბიძინა ივანიშვილს სიტყვით გამოსვლისას] ერთხელაც კი არ უხსენებია, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთი საერთოდ არ უხსენებია, როგორც საქართველოს საფრთხის ძირითადი წყარო - პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, რომ ახლა საზოგადოების გამთლიანების დროა და ვიწროპარტიული ინტერების გატარების დრო არა,- ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, “ახლა რეალურად ვუყურებთ რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ოკუპაციის მცდელობას, ოღონდ ქართველების ხელით და რბილი ძალის გამოყენებით”.

„პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის დღეს მართლაც ისტორიული მომენტია და საფრთხე ძალიან დიდია, რომელშიც მოიაზრება შავბნელი ძალები, რომლებშიც „ქართული ოცნება” და რუსული აგენტურა. ცდილობენ, რომ ქართველ ხალხს დააკარგვინონ ისტორიული შანსი - გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ამას ემსახურება „ქართული ოცნების” პროპაგანდა და გუშინდელი მისი დამფუძნებლის გამოსვლა. ეს პირდაპირ იყო ამის მანიშნებელი. ერთხელაც კი არ უხსენებია, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთი საერთოდ არ უხსენებია, როგორც საქართველოს საფრთხის ძირითადი წყარო. მაქსიმალურად თავს დაესხა აშშ-სა, ევროკავშირს და რაღაც მითიურ გლობალური ომის პარტიას. პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, რომ ახლა საზოგადოების გამთლიანების დროა და ვიწროპარტიული ინტერების გატარების დრო არა. ჩვენ ახლა რეალურად ვუყურებთ რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ოკუპაციის მცდელობას, ოღონდ ქართველების ხელით და რბილი ძალის გამოყენებით”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!