ტარიელ ნაკაიძე „ქართულ ოცნებას“ - გუშინდელმა დღემ თქვენი სახის ლუსტრაცია მოახდინა, მადლობა, რომ ეს დღე გვაჩუქეთ - იძულებით მოყვანილი ხალხის ძალა ვერასდროს იქნება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ძალის ტოლი

გუშინდელმა დღემ თქვენი სახის სრული ლუსტრაცია მოახდინა. მადლობა, რომ ეს დღე გვაჩუქეთ - უნდა იცოდეთ, რომ იძულებით მოყვანილი ხალხის ძალა ვერასდროს იქნება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ძალის ტოლი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ გუშინდელ სახალხო შეკრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია და საკუთარი ფინანსებით მოყვანილ ხალხთანაც კი, მრავალრიცხოვანი დაცვის გარეშე ვერ საუბრობენ.

ნაკაიძემ მმართველ გუნდს მიმართა, რომ ისინი ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რუსული მომავლით შეცვლას ვერ შეძლებენ.

„ვერც კი წარმომედგინა ოდესმე მადლობას თუ გადავუხდიდი „ქართულ ოცნებას“. დიახ, ბატონებო, გულწრფელად დიდი მადლობა იმისათვის, რომ გუშინდელი დღე გვაჩუქეთ. ეს იყო დღე, რომელმაც მოახდინა თქვენი სახის სრული ლუსტრაცია. ნათლად წარმოაჩინა „რუსული კანონის“ მიზნები. გაგვიადვილა, კარგად ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გულწრფელ ამომრჩევლებსაც, თუ როგორ მიაქანებთ საქართველოს რუსული ჭაობისკენ.

ასევე დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა. ვიცი გსიამოვნებს მადლობები. გუშინ თქვენ მოხსენებაში ნათლად აგვიხსენით, თუ რა განზრახვით მოხვედით საქართველოს ხელისუფლებაში და როგორ ცდილობთ, ნელ-ნელა ის დავალება შეასრულოთ, რაც დაგიწერათ პუტინმა. ნურას უკაცრავად, ქართველ ხალხს ვერასდროს შეაცდენთ. თქვენ ვერ შეძლებთ ქართველი ხალხის ევროპული მომავალი რუსული მომავლით შეცვალოთ.

ჩვენი კოლეგა აცხადებს, რომ თურმე გუშინ, 200 000 ადამიანი მოიყვანეს. ციფრს არ აქვს მნიშვნელობა 300 000 იყოს, გაგიხარდებათ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ იძულებით მოყვანილი ხალხის ძალა ვერასდროს იქნება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ძალის ტოლი, თუნდაც ისინი 30 000 იყვნენ. თუმცა იცოდეთ გაცილებით მეტი არიან ეს ახალგაზრდები, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თქვენ ხალხის გეშინიათ! საკუთარი ფინანსებით მოყვანილ ხალხთანაც კი მრავალრიცხოვანი დაცვის გარეშე ვერ საუბრობთ.

ქართველმა ახალგაზრდებმა შემოგვთავაზეს მომავალი მრავალფეროვანი საქართველოს ლოზუნგი - „მამული, ენა, ერთობა“. თქვენ შეეცადეთ ამის მანიპულირებასაც, თუმცა არც ეს გამოგივიდათ. დიახ, ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ამ ლოზუნგშია. მამული, ენა ერთობა! ძალა ერთობაშია! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!,“ - განაცხადა ნაკაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო