მიხეილ სააკაშვილი - გუშინ აქციაზე საქართველოს შეუმდგარი წარსული იდგა, გუშინწინ - ჩვენი ნათელი მომავალი - მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი

გუშინ აქციაზე საქართველოს შეუმდგარი წარსული იდგა და გუშინწინ - ჩვენი ნათელი მომავალი. გუშინწინდელი დღის შემდეგ, მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ბიძინა ივანიშვილი გუშინ, სიტუაციაზე გაბრაზებული იყო.

„რა მომხვდა თვალში: იმ ხალხის ნახევარი, რომელიც რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, აქციამდე არ მივიდა. აშკარად ბევრად ნაკლები ხალხი იყო მიყვანილი, ვიდრე გუშინწინდელ, თავისით მოსულთა აქციაზე. ივანიშვილის გამოსვლის დროს რუსთაველი ჩააბნელეს, რათა მას არ დაენახა, რომ აქცია იშლებოდა - აქციაზე არ იყო თბილისი და პრაქტიკულად, არ იყო ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი. ხალხი ძირითადად იყო ძალიან ღარიბი სოფლებიდან, უმეტესად ხანშიშესული და აშკარად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან და უარი ვერ თქვეს წამოსვლაზე. ძალიან ბევრმა მასწავლებელმა დადო პოსტი, რომ არ წავიდნენ რუსთაველზე, დიდი მადლობა მათ! ივანიშვილი აშკარად გაბრაზებული იყო სიტუაციაზე, მოტეხილი და შეშინებული. დაიმუქრა, რომ თუ არჩევნებს წააგებს, ყველას დაიჭერს. გუშინწინდელ აქციაზე ყველა იღიმებოდა, გუშინ ყველა ივანიშვილივით გაბრაზებული, ან მოწყენილი იყო. გუშინ აქციაზე იდგა საქართველოს შეუმდგარი წარსული და გუშინწინ ჩვენი ნათელი მომავალი. გუშინწინდელი დღის შემდეგ, მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი“, - წერს სააკაშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია