რატი იონათამიშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესს გასცდა - ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა!

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესს გასცდა და უფრო მნიშვნელოვანი, ღირებულებითი წყალგამყოფის დანიშნულება შეიძინა - ამიტომ ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

იონათამიშვილმა ამ კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობის არჩევანი და დაკვეთა დაიცვას.

„არაფერია იმაზე ღირსეული და საამაყო, ემსახურო შენს ქვეყანას, ხალხს და ამ სამსახურით შენი ქვეყანა უკეთესი გახადო. ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა წარმატება ჩვენ მოვიპოვეთ და ასე იქნება მომავალშიც - ჩვენ ამ ქვეყანას მივიყვანთ ევროკავშირამდე ღირსებითა და სიამაყით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე